ვასილ მაღლაფერიძე: ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით ჩემზე ტყუილებს თხზავენ

ვასილ მაღლაფერიძე: ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით ჩემზე ტყუილებს თხზავენ

"დარწმუნებული ვარ, ზურაბ ჟვანიას საქმეს მალე გამოიძიებს პროკურატურა და მალე აეხდება ფარდა ყველაფერს, მერე კი ნამდვილად შერცხვებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი მისამართით ასეთ ტყუილებს თხზავენ", _  აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში მამა ელიზბარმა განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია ყოფილი პრემიერის მკვლელობის დეტალები. მისი თქმით, ჟვანიას მკვლელობაში ყოფილი ჩინოვნიკი, გადაცემა "კონსილიუმის" წამყვანი ვასილ მაღლაფერიძეც არის გარეული.


"ჩემი წყაროს ინფორმაციით, სწორედ მაღლაფერიძემ იქირავა ბინა, სადაც ჟვანია მოკლეს  და მასვე ჰქონდა ბინის გასაღები", - აცხადებს მამა ელიზბარი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: