ჯონ ბრენანი: პარიზზე თავდასხმა ერთჯერადი აქტი არ არის!

ჯონ ბრენანი: პარიზზე თავდასხმა ერთჯერადი აქტი არ არის!

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელს, ჯობ ბრენანს  პასუხის გაცემა უხდებოდა კითხვაზე, თუ როგორ გამოეპარათ უსაფრთხოების სამსახურებს ასეთი თავდასხმა მაშინ, როდესაც ტერორისტებს სავარაუდოდ ჰქონდათ მრავალჯერადი კომუნიკაცია და ალბათ თვეებიც, ტერაქტების მოსამზადებლად.

 

აშშ ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სტრატეგიის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც ვაშინგტონში საგანგებო მოხსენებით გამოვიდა, თვლის რომ პარიზძე თავდასხმა მხოლოდ ერთჯერადი აქტი არ არის.

 

ისლამური სახელმწიფოს მიერ გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, რომლითაც ტერორისტები ვაშინგტონში ტერაქტების მოწყობით დაიმუქრნენ, შეერთებული შტატების დედაქალაქში, ცხადია, უსაფრთხოება გაძლიერდა, თუმცა ქვეყნის უშიშროების სამსახურები ფიქრობენ, რომ ამბიციის მიუხედავად  ISIS-ს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, შეერთებულ შტატებს ზიანი მიაყენოს. 

 

პარიზზე, თავდასხმების მიუხედავად, ბარაკ ობამა 10 ათასი სირიელი დევნილის მიღების მომხრეა, თუმცა ადმინისტრაციის ამ ინიციატივას სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდება შტატების გუბერნატორების მხრიდან, რომელთა დიდ ნაწილს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სირიელი დევნილების მიღება არ სურს!

 

ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის აზრით, უნდა მოხდეს საკანონმდებლო შეზღუდვების გადახედვა უსაფრთხოების სამსახურების მუშაობასთან დაკავშირებით.

 

"არსებობს უამრავი საშუალება, რომელიც როგორც ტექნიკურად, ასევე კანონის თვალსაზრისით ართულებს დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურების შესაძლებლობას. ვფიქრობ, ახლა დროა, განსაკუთრებით ევროპისთვის, ასევე ჩვენთვისაც, გავარკვიოთ, ნებსით თუ უნებლიედ ხომ არ შეიქმნა ერთგვარი ნაპრალი დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურების შესაძლებლობებში, დაიცვან ხალხი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, იყო გარკვეული ინფორმაციის უკანონო გამჟღავნების ფაქტები, იყო გარკვეული პოლიტიკა, კანონით დაწესებული თუ სხვა ქმედებები, რომლებმაც უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა ჩვენი შესაძლებლობა, გამოეაშკარავებინა ტერორისტები. მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება განგაშის ზარი, განსაკუთრებით ევროპაში, სადაც ჩემი აზრით არასწორი წარმოდგენა იყო იმ საქმიანობაზე, რომელსაც დაზვერვის სამსახურები სწევენ", - განმარტა ჯონ ბრენანმა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: