ირაკლი შოთაძე- მომავალი მთავარი პროკურორი

ირაკლი შოთაძე- მომავალი მთავარი პროკურორი

 

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭომ , ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შეარჩია. ფარული კენჭისყრის შედეგად, 14 წევრიდან შოთაძის კანდიდატურას 13 წევრმა დაუჭირა მხარი. 

 

შერჩეულ კანდიდატს, საპროკურორო საბჭოს სახელით, იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს. მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატი საბოლოო არჩევისთვის პარლამენტს წარედგინება.

 

მთავარი პროკურორობის კანდიდატების შერჩევამდე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერთი თვის განმავლობაში საჯარო კონსულტაციებს მართავდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა, აკადემიურმა წრეებმა პროკურორობის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ლაშა გოლუბიანი, ლენა კაპანაძე, ნანა რევაზიშვილი, პაატა შავაძე, ირაკლი შოთაძე და კოტე ჭილაია დაასახელეს. ერთმა კანდიდატმა კახა კახიშვილმა თავად მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. დასახელებულ კანდიდატებთან თეა წულუკიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა. მათგან თეა წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე წარუდგინა.

 

დღეს, საპროკურორო საბჭოს ფორმატში სამივე კანდიდატს გაესაუბრნენ, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრის წესით არჩევნები გაიმართა. საპროკურორო საბჭომ თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე უყარა კენჭი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: