სულხან ზუმბურიძე გვაიმედებს-ანუ ზამთარში არ გავიყინებით!

სულხან ზუმბურიძე გვაიმედებს-ანუ ზამთარში არ გავიყინებით!


„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მობილური ჯგუფები და ყველანაირად მზად ვარ, რომ ზამთარს  მობილიზებულები შევხვდეთ“ - ამის შესახებ, ჟურნალისტებს, სასტუმრო "რედისონში”   საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, სულხან ზუმბურიძემ  განუცხადა.


სასტუმრო "რედისონში”   ენერგეტიკული კომპანიების მიერ მუშაობის ერთობლივი ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშის პრეზენტაციას ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, სტუდენტები და მედია ესწრება.

ზუმბურიძის განცხადებით, დღეს საქართველოს ენერგოკომპანიები და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა წარმოადგენს თავის გეგმებს, თუ როგორც ემზადებიან ზამთრის პერიოდისთვის, რა სარეაბილიტაციო სამუშაოები გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში.

"ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პერიოდისთვის ყველანაირი მობილიზება გვაქვს. ის სამუშაოები, რაც დაგეგმილი იყო ამ პერიოდისთვის განვახორციელეთ. ამავდროულად შევქმენით საკმაოდ ძლიერი მობილური ჯგუფები იმ სიტუაციისთვის თუ იქნება ბუნებრივი კრიზისები. ჩვენ არ ვართ დაზღვეული ბუნებრივი კრიზისებისგან, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მზად ვართ იმისთვის, რათა პასუხი გავცეთ ყველანაირ მოვლენას, რაც იქნება ელექტროსისტემაში. ამისთვის ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მობილური ჯგუფები და ყველანაირად მზად ვართ იმისთვის, რომ ზამთარს შევხდეთ მომზადებულები", - განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.

მისივე თქმით, ტარიფების გადახედვა წელს უკვე მოხდა და წლის ბოლომდე ტარიფებთან მიმართებაში არანაირი ცვლილება არ იგეგმება.


"ის შემოსავლები რაც გვაქვს, ახალი ტარიფებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ გავმართოთ ტექნიკურად ჩვენი მოწყობილობები, ჩვენი სისტემა, ისევ და ისევ იმისთვის, რომ ზამთარს შევხდეთ მობილიზებულები", - განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: