პაატა ბურჭულაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს...

პაატა ბურჭულაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს...

„საქართველოს გადარჩენის ფონდის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე, არც უარყოფს და არც ადასტურებს მის პოლიტიკურ ასპარეზზე გადანაცვლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ისე გახდა ცნობილი მომღერალი, რომ საოპერო მომღერლობაზე არ უოცნებია.

 

„მე არასდროს მიფიქრია ვყოფილიყავი ოპერის მომღერალი, მაგრამ ცხოვრებამ მომცა ამის შანსი, რომელიც გამოვიყენე. არასდროს მინდოდა ვყოფილიყავი ქველმოქმედი, მაგრამ ცხოვრებამ შექმნა ეს პირობები, რომ უნდა გავმხდარიყავი ქველმოქმედი. დღესდღეობით მე ჩამოვაყალიბე ფონდი, არ უარვყოფ, არც კის გეუბნებით და არც - არას, თუ ცხოვრება მანახებს, რომ ეს არის ჩემი გზა, ამას აუცილებლად გავაკეთებ“,- განაცხადა ბურჭულაძემ.

 

რაც შეეხება ყოფილ პრემიერთან, მის კონსულტაციებს, ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მას კონსულტაცია ყველასთან ჰქონდა და მომავალშიც გეგმავს.

 

რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატურას, პაატა ბურჭულაძის თქმით, ამის შესახებ დეტალურად ფონდის პრეზენტაციაზე ისაუბრებს, რომელიც დეკემბერში გაიმართება.

 

"დღეს ჩამოყალიბდა ფონდი, მე ვახორციელებ შეხვედრებს, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე  - შიგნით. ფონდი იმიტომ ჩამოყალიბდა, რომ გაჩნდა იდეა, ადამიანზე იყოს ზრუნვა და კეთილდღეობა, სწორედ ამის გარშემო შეიქმნა ფონდი, დანარჩენს ფონდის პრეზენტაციაზე მოგახსენებთ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

პაატა ბურჭულაძის ინფორმაციით, მან გააუქმა ყველა საკონცერტო კონტრაქტი და ეს იმიტომ გააკეთა, რომ  ფონდი გაძლიერდეს.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: