რატომ არ მიაჩნია პაატა ბურჭულაძეს რუსეთი ოკუპანტად?!
,,საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია არაა მხოლოდ რუსეთის ბრალი. ბურჭულაძის შეფასებით, ქვეყნის ოკუპაცია საქართველოს არასწორი პოლიტიკის შედეგითაცაა განპირობებული.
,,რუსი დღეს ჩვენს ქვეყანაში ოკუპანტია. ძალიან სამწუხაროა. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ რუსეთის ბრალია, ეს ჩვენი ბრალიცაა. არასწორი პოლიტიკის ბრალია. მე საერთოდ ძალიან მიყვარს რუსი ადამიანი. მაგრამ ამას ვერ ვიტყვი რუსულ პოლიტიკაზე. რუსული პოლიტიკა ძალიან მკაცრია. მთავარია, რომ რუსული ფული არ იყოს. საქართველოში ესაა დღეს მთავარი. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ არის რუსული ფული. ეს არის თანხა, რომელიც შემოვიდა ჯერჯერობით პირადად ჩემგან და ჩემი მეგობრებისგან”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.