ეკა ბესელია: ყველა ნორმლაურ ქვეყანაში გამოძიებას აცდიან, რომ კონკრეტული შედეგები დადოს!

ეკა ბესელია: ყველა ნორმლაურ ქვეყანაში გამოძიებას აცდიან, რომ კონკრეტული შედეგები დადოს!


გუშინ, „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით,გამოძიება უკვე დაიწყო  . ბესელიას განცხადებით, ეს თემა განსახილველად არის სერიოზული და ფაქიზი.


ბესელიას თქმით, სახელმწიფოს ამ საკითხისადმი ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს.


„ამ პროცესში უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო და დადასტურდება - მასალის ავთენტურობა, წყარო და სხვადასხვა გარემოებები, რომელიც შემდგომი რეაგირების საფუძველი უნდა გახდეს. როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, ამ პროცესში პარლამენტის ჩართვა არარელევანტური და გაუგებარია. ყველა ნორმლაურ ქვეყანაში გამოძიებას აცდიან, რომ კონკრეტული შედეგები დადოს“, - აცხადებს ბესელია.


გუშინ, ინტერნეტში ქართველი ხალხის მიმართ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით მებრძოლების ვიდეომიმართვა გავრცელდა. ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველი ხალხის და საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ საუბრობენ. ისინი მუსლიმებს „ისლამური ხალიფატის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, საქართველოს კი „ხალიფატის“ შემოსვლით ემუქრებიან. „თავისუფალი დემოკრატები“ გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის სხდომის ჩანიშვნას ითხოვენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: