როგორ ერთობიან მიშა თავხელიძე და ძმანნი მისნი

როგორ ერთობიან მიშა თავხელიძე და ძმანნი მისნი

ექსპერტმა მიხეილ თავხელიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ანტიდასავლურ პოლიტიკაში "ამხილა". ამის თაობაზე ის facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.


 ამ მოსაზრებას სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ იუზერთა  უმეტესობა ექსპერტის აზრს იზიარებს.


"ივერიონი" სოციალურ ქსელში გამართულ დისკუსისას  უცვლელად გთავაზობთ:


მიხეილ თავხელიძე: "საქართველოს ნატოში ინტეგრაცია რომ ჩავარდეს ან თუნდაც შენელდეს (რაც უკვე ხდება), ვის დაბრალდება? ალსანიას, პეტრიაშვილს და ფანჯიკიძეს.


შერჩევითი მართლმსაჯულება და საქმეების უნიჭოდ შეკერვა ვის დაბრალდება, როცა საკითხი აქტუალური გახდება? წულუკიანს და ალასანიას.


საქმეების შეკერვისა და ნატოს ჩაგდების ინიციატორი, სულისჩამდგმელი და მენეჯერი ვინ არის? ბიძინა "ein grosser Demokrat" ივანიშვილი.


ვის შეწირავს ივანიშვილი მსხვერპლად, როცა ამას ქართული დემოკრატია მოითხოვს? ალასანიასა და მის რევანშისტულ მინი-რაზმს.


შედეგი: ნატოში აღარ შევდივართ, ივანიშვილის პერსონალური მტრები ციხეში არიან, ein grosser Demokrat-ი ფორმალურად არაფერ შუაშია, ალასანია სად არის, აღარ არის საინტერესო.


"თავისუფალ დემოკრატებს" კომუნისტური მოკითხვა!"


რაც შეეხება კომენტარებს, იგი ნათლად ასახავს უმცირესობაში დარჩენილი საზოგადოების გულისწყრომას:
"ნატოში ინტეგრაციის ჩავარდნა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ბრალი იქნება".


"მიშა, მაგ შემთხვევაში უნდა დასაჯო დამნაშავეები... შუბლში 9 კალიბრიანი ესააა რეცეპტი მოღალატისა... მშრალად და ზუსტად... ბიბისაც უნდა ეხებოდეს და კულინარიელ ბიჭსაც... გაფრთხილდნენ..."


"რა მნიშვნელობა აქვს  ვინ იქნება დამნაშავე? მთავარია, სად იქნება მაშინ საქართველო... თუმცა, ყველამ ვიცით, სადაც იქნება".


"აქამდე, რომ არ მიგვიღეს, ვისი ბრალია? "ყოფილები არაფერ შუაში არიან განა?"


"მაგაში ეჭვი გეპარება? ჩაბარდა ისტორიას ნატო!"


"ვნერვიულობ დეკემბერში მაპი რომ მოგვცენ ან მაპზე უკეთესი, როგორ გადაიტანენ მიშისტები".


"თქვენ თუ მიშისტებს გვეძახით, მე პინგვინებით მოგმართავთ: თქვენგან განსხვავებით, ქვეყნის წინსვლა გვიხარია და სულ არ გვაინტერესებს ეს ჯიჯგვნა, რაც ახლა ხდება. ძალიან გაგვიხარდება და  თითქმის ყველაფერს ვაპატიებთ, მაგრამ სამწუხაროდ სულ ფუჭად ოცნებობთ მაპზე დეკემბერში".

"თანდათანობით ნათელია, თუ რატომ ხდება დასავლელი ლიდერების კრიტიკის იგნორირება და ასე ჯიუტად გაგრძელება დაკავებების. ივანიშვილის მიზანია, რომ მოხდეს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური ორეინტაციის რადიკალური შეცვლა – დასავლეთიდან რუსეთისკენ. მაგრამ ესმით რომ მოსახლეობის უმრავლესობას ამაზე უარყოფითი რეაქცია ექნება. ამდენად ეს რეორიენტაცია უნდა შეიფუთოს ისე რომ თითქოს თავად დასავლეთმა შეგვაქცია ზურგი, რომ არ უნდათ ჩვენი არსად მიღება, რომ უბრალოდ გვიყენებდნენ და ა შ. ამის ფონზე ერთადერთი რეალური ალტერნატივა რჩება ჩრდილოელი მეზობლისთვის კარზე მიკაკუნება. მოკლედ აი დაახლოებითი სცენარი: მასების დარწმუნება რომ სამართლიანობა წარმოუდგენელია რეპრესიების გარეშე; დასავლელი ლიდერების რეპრესიებზე კრიტიკული რეაქციის იგნორირება, და პარალელურად დაჭერების ინტენსიფიქაცია; ამის ფონზე დასავლეთს არ ექნება სხვა გამოსავალი, რომ დაიწყოს მთავრობის უფრო მძაფრი კრიტიკა. ეს შეიფუთება როგორც ქართველი ერის სამართლიანობისაკენ ლტოლვის წინააღმდეგ ბრდძოლად, და მოახდენენ უკვე ხალხის სახელით პუტინის მსგავსი რიტორიკით დასავლეთის კრიტიკას. და უკვე მიღწეული იქნება ის წერტილი, როდესაც ნატო-ში და ზოგადად დასავლურ სივრცეში ინტეგრაციაზე საუბარიც კი აზრს დაკარგავს. სამაგიეროდ გზის ბოლოს დავინახავთ პუტინის გაშლილ ხელებს - და როგორიც თბილი და ბუნებრივი მოგვეჩვენება ეს ჩახუტება".


"ამ შემთხვევაშიც ეკლესია ისევ მშრალად უნდა გამოძვრეს, მაგათ არასოდეს არაფერი არ ბრალდებათ? ანუ იმის თქმა გინდათ, რომ 37 მანეთად წავედით ერთმორწმუნე უკანალისკენ"?


"მიშა , აცალე ცოტა და ყველა შენს შეკითხვას გაეცემა პასუხი ... რუსულად ..."


 "დიახ, თანაც ქართული საზოგადოების 32%-ის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით".


ვალერი ვახანია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: