რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ?

რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ?


"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას  განცხადებით , საქართველო მზად არაა  იმ გამოწვევებისთვის, რომელის წინაშეც  დღეს ქვეყნა დგას.

მისი თქმით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა უნდა მოახერხოს თავისი ძალების და საშუალებების მობილიზება.

"ევროპაში და მსოფლიოში ძალიან დაიძაბა ვითარება, ტერორიზმის საფრთხეები არის ძალიან ამაღლებული, იმიტომ რომ თვითონ "ისლამური სახელმწიფოს" ადგილზე - ერაყსა და სირიაში სერიოზული დაბომბვების შედეგად, პრაქტიკულად, ეზღუდება სამოქმედო არეალი. როგორც ჩანს, მათ გადაიტანეს ეს ბრძოლა უკვე ევროპის შუაგულში, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც საშუალება ექნებათ, რომ სამიზნეები აირჩიონ. ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოში ტერორისტული აქტების პირველი სამიზნე ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები და პრეზიდენტები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სასწრაფოდ გარდაიქმნას კონტრტერორისტული ცენტრი იმ სტრუქტურად, სადაც თავს მოიყრის ყველა ინფორმაცია, რომელიც განაწილებული იქნება სამართალდამცავ სტრუქტურებში და რაც მთავარია ამისთვის გამოყოფილი იქნება შესაბამისი ასიგნებები. ჩვენ გვჭირდება სპეციალისტები, მათ შორის ენის სპეციალისტები და კონტრტერორისტულმა ცენტრმა უნდა მოახერხოს თავისი ძალების და საშუალებების მობილიზება”, - განაცხადა ალასანიამ.

ალასანიას შეფასებით, დღევანდელი მდგომარეობა არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.


,,ამიტომაც "თავისუფალი დემოკრატები" გამოვედით ინიციატივით გაიზარდოს დაფინანსება, მოხდეს აღჭურვა, ასევე ოპერატიული საშუალებების შეძენა და რაც მთავარია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რამდენად ემზადება სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების დაცვისთვის. ამ საკითხების განსახილველად სწორი ადგილი კი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტია” - დარძინა ირაკლი ალასანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: