პარლამენტმა ნაციონალების დაკავებული მხარდამჭერების განთავისუფლების თაობაზე განცხადება პლენარული სხდომის დღის წესრიგში არ შეიტანა

პარლამენტმა ნაციონალების დაკავებული მხარდამჭერების განთავისუფლების თაობაზე განცხადება პლენარული სხდომის დღის წესრიგში არ შეიტანა

პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული მხარდამჭერების პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადება, პლენარული სხდომის დღის წესრიგში არ შეიტანა.

 

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ნაციონალმა, სერგო რატიანმა, დეპუტატ, დავით ლორთქიფანიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე დაკავებული, ახალგაზრდების პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვა.

 

„საქმე შერჩევით სამართალს ეხება და ისინი ციხეში ტყუილად სხედან. მოვითხოვთ, რომ ეს საკითხი განხილული იყოს და პარლამენტმა პასუხისმგებლობა აიღოს“, - განაცხადა რატიანმა.

 

ამ საკითხს,  პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე გამოეხმაურა და საკითხის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე კენჭისყრა ჩაატარა.

 

კენჭისყრის შედეგად, საკითხი ჩავარდა, რადგან განცხადების განხილვას მხარი 21-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი, 30 წავიდა.

 

კობახიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი დღის წესრიგში არ შეიტანეს, მასზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი იმსჯელებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: