მამუკა არეშიძე: საქართველოსთვის გარკვეული ტერორისტული საფრთხე არსებობს

მამუკა არეშიძე: საქართველოსთვის გარკვეული ტერორისტული საფრთხე არსებობს

„საქართველოსთვის გარკვეული ტერორისტული საფრთხე არსებობს“,- აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ გააკეთა.


ექსპერტი ვარაუდობს, რომ საქართველოში შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმა ტრადიციული ისლამის მიმდევარ რელიგიურ წინამძღოლებზე განხორციელდეს.

„თუ ჩვენ გარკვეულ პარალელს გავავლებთ ჩრდილოეთ კავკასიასთან და 90-იან წლებს გავიხსენებთ, როდესაც იქ სალაფიტურმა ისლამმა დაიწყო ფეხის მოკიდება, მისი მთავარი სამიზნე ადგილობრივი ტრადიციული ისლამის მიმდევარი სულიერი ლიდერები გახდნენ. 90-იანი წლების დასაწყისსა და შუა წლებში მათი მასობრივი დახოცვა დაიწყო. ისლამისტების მთავარი მტერი ტრადიციული ისლამისტები არიან. არ გამოვრიცხავ, რომ მუსულმანი ლიდერების წინააღმდეგ საქართველოში ტერაქტები განხორციელდეს. საქართველოში ტერაქტების განხორციელების შემთხვევაში, მუსულმანი ლიდერების გარდა, თავდასხმის ობიექტები შესაძლოა, უცხოური წარმომადგენლობები გახდნენ. ისლამური ხალიფატის მესვეურთა პოზიციის მიხედვით, ჩვენ „ხალიფატის ტერიტორიაზე ვცხოვრობთ“, სადაც, მათი აზრით, ხალიფატის წესები უნდა გავრცელდეს“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: