პარლამენტი "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანას გემავს

პარლამენტი "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანას გემავს

ადამიანის უფლებათა დაცვის,  სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი დღეს განიხილა.


კანონპროექტის თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში წარმოქმნილი ვაკანსიების შესავსებად, არჩევნები აპრილში ან ოქტომბერში გაიმართება, რათა ამომრჩეველი დიდი ხნით არ დარჩეს საკანონმდებლო ორგანოში თავისი წარმომადგენლის გარეშე.


სხდომაზე კომიტეტებმა ცალ-ცალკე უყარეს კენჭი წარმოდგენილ კანონპროექტს და საერთო გადაწყვეტილებით, ის პლენარულ სხდომაზე დადგება განსახილველად.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: