N 213 საბავშვო ბაღში მამამ შვილს იარაღი მისცა
თბილისში, დიდ დიღომში, N 213 საბავშვო ბაღში ინცინდენტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა შვილს იარაღი მისცა და მოუწოდებდა, რომ, რომელი ბავშვიც არ მოსწონდა, იმისთვის ესროლა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც ბაღის დირექტორმა განაცხადა, მან ეს ინფორმაცია ბაღების სააგენტოს შეატყობინა და დღეს დილიდან საბავშვო ბაღში სამართალდამცველები მუშაობენ.
შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. ამ დროისათვის 213-ე ბაღში იმყოფებიან როგორც საპატრულო პოლციის თანამშრომლები, ასევე საგამოძოებო ჯგუფი, რომლებიც საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. აღნიშნულის მიუხედავად სწავლის პროცესი არ შეჩერებულა.