ემზარ ჯგერენაია: თურქეთსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირებას გამოვრიცხავ!

ემზარ ჯგერენაია: თურქეთსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირებას გამოვრიცხავ!

„ვფიქრობ, თურქეთისა და რუსეთის კრიზისი გაღრმავდება“- აღნიშნული განცხადება, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკის ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ გააკეთა. 

 

ემზარ ჯგერენაიამ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების ეკონომიკურ ასპექტებზე იმსჯელა. ექსპერტის განმარტებით, საქართველოს 2 მეზობელი ერთმანეთთან მრავალი კუთხით თანამშრომლობს, ეკონომიკურად თურქეთი უფრო მეტად დამოკიდებულია რუსეთზე, ვიდრე რუსეთი, ამიტომაც ქვეყნებს შორის ეკონომიკური ჭიდილი თურქეთს ძალიან დააზარალებს:

 

„თურქეთისთვის რუსეთი საგარეო-ეკონომიკური ვაჭრობის მეორე პარტნიორია გერმანიის შემდგომ. მთელი მისი ეკონომიკა მთლიანად რუსეთს უკავშირდება, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ენერგომატარებლების კუთხით, 50%- მდე გაზი, რასაც თურქეთი მოიხმარს, რუსეთიდან მოდის, ხოლო 30%-მდე ნათვობპროდუქტები მოდის რუსეთიდან. რუსეთისთვის კი თურქეთი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ძალიან მნიშვნელოვანი მიმწოდებელია. რუსეთში შეტანილი პომიდვრების 80% თურქეთზე მოდის. მათ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი საკითხია ავტოგადაზიდვები. ცალკე განხილვის საგანია რუსი ტურისტები თურქეთში. რუსეთიდან თურქეთს ყოველწლიურად 3 მილიონი ტურისტი ჰყავს. ეკონომიკურად თურქეთი მეტად დამოკიდებულია რუსეთზე, ვიდრე პირიქით“.

 

მისი თქმით, თურქეთისა და რუსეთის კრიზისი გაღრმავდება, თუმცა სამხედრო დაპირისპირებას გამორიცხავს.:

 

„ვფიქრობ, თურქეთისა და რუსეთის კრიზისი გაღრმავდება. არ უჩანს პირი, რომ ის უახლოეს ხანში მოგვარდება, თუმცა სამხედრო დაპირისპირებას გამოვრიცხავ. სამხედრო ესკალაციას თურქეთსა და რუსეთს შორის მსოფლიოს ომში ჩათრევა მოჰყვება. ეს არცერთ მხარეს ხელს არ აძლევს. ეს ეკონომიკურ ჭიდილს და ეკონომიკური სანქციების გამოყენებას არ გასცდება“, – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: