ირაკლი შოთაძე - საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი
პარლამენტმა ირაკლი შოთაძე კანდიდატურა, მთავარი პროკურორის პოსტზე დაამტკიცა.
დეპუტატებმა აღნიშნულ პოსტზე შოთაძის კანდიდატურას კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ფარული კენჭიყრით უყარეს. შოთაძეს მხარი 82-მა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი 15 წავიდა.
კანონმდებლებს შოთაძის ბიოგრაფია მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ გააცნო. სხდომას თავად ირაკლი შოთაძეც დაესწრო.
პარლამენტმა ირაკლი შოთაძე 6 წლის ვადით დაამტკიცა.