სოსო ცისკარიშვილი: ის სტუმართმოყვარეობა, რომელიც ევროპამ გამოიჩინა, შეიძლება მათთვის მზარდი საფრთხის შემცველი გახდეს!

სოსო ცისკარიშვილი: ის სტუმართმოყვარეობა, რომელიც ევროპამ გამოიჩინა, შეიძლება მათთვის მზარდი საფრთხის შემცველი გახდეს!

„ტერორიზმი 21-ე საუკუნის ჭირია. ცხადია, წინა საუკუნეებშიც იყო ასეთი მოვლენები, მაგრამ მაშინ არ არსებობდა ბირთვული იარაღი. ახლა კი, ის ცხელი კერები, რომლებიც შეაშფოთებს მთელ დედამიწას, საკმარისზე მეტია” - აღნიშნული განცხადება, „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ,ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილიმა გააკეთა.


ცისკარიშვილმა, ყურადღება გაამახვილა სირიელი მიგრანტების მხრიდან წამოსულ საფრთხეებზე. მისი განმარტებით, სირიელი ლტოლვილების შეფარება შესაძლოა ევროპას ძვირად დაუჯდეს:


 „ტერორიზმი 21-ე საუკუნის ჭირია. ცხადია, წინა საუკუნეებშიც იყო ასეთი მოვლენები, მაგრამ მაშინ არ არსებობდა ბირთვული იარაღი. ახლა კი, ის ცხელი კერები, რომლებიც შეაშფოთებს მთელ დედამიწას, საკმარისზე მეტია. ცხადია, ყველაზე დიდი ყურადღება სრულიად სამართლიანად ეთმობა „ისლამური სახელმწიფოს" ქმედებებს. ძალიან რთულია ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმის ატანა, რასაც იტანენ სირიაში. მოსახლეობისგან იცლება ეს ქვეყანა. მაგრამ ის სტუმართმოყვარეობა, რაც ევროპამ გამოიჩინა, შეიძლება სწორედ ევროპული სახელმწიფოებისთვის უფრო მზარდი საფრთხის შემცველი იყოს და აისახოს ევროპული განვითარებული ქვეყნების პერსპექტივაზე. განსაკუთრებით, კონკრეტული პირების მიმართ არის ასეთი საფრთხე, რომლებიც დღეს უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ ევროპის ქვეყნებში. არც ისე შორს არის მათი შემდგომი არჩევნები და თუ ვნახავთ, რა განწყობებია პასუხად ევროპული მოსახლეობისგან იმ დაუფასებელ სტუმართმოყვარეობაზე, რასაც ვხედავთ, ცხადია, გადაწყვეტილებების მიმღებთა ცვლილება ამ ქვეყნებში რეალური იქნება. იგივე ქალბატონი მერკელი 2017 წელს შეეცდება, კვლავ დაიკავოს კანცლერის თანამდებობა გერმანიაში. მაგრამ, არ გამოვრიცხავ, რომ ფართოდ გაღებული კარი სირიელი და სხვა წარმოშობის დევნილთა დასაბინავებლად მის კარიერას ავნებს. ნუ დავივიწყებთ, რომ მიუხედავად აკრძალვებისა, ქვეცნობიერად ძალიან მცირე ჯგუფში, მაგრამ მაინც, ნეოფაშიზმის წამოტივტივება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარ ქვეყანაში ვეღარ ფლობ სიტუაციას და ძალიან მარტივად დასანახია ის, რომ სიკეთით შემოპატიჟებული ადამიანები შეიძლება გახდნენ მტრები იმ ქვეყნისა, რომელმაც ისინი შეიფარა", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: