რაში დაადანაშაულა პუტინმა ერდოღანი?
„თურქული მხარის გადაწყვეტილება, რუსული სუ 24 ჩამოეგდოთ მიზნად ნავთობის უსაფრთხო კონტრაბანდის უზრუნველყოფას ისახავდა“. აღნიშნული განცხადება პარიზში კლიმატურ ფორუმზე მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა.
ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, თურქეთი ნავთობის კონტრაბანდას “ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ახორციელებს. მისივე თქმით, არანაირი აუცილებლობა რუსული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდების არ არსებობდა, რადგანაც ის თურქეთს საფრთხეს არ უქმნიდა.