რა პასუხი გასცა ერდოღანმა პუტინის ბრალდებას?
პუტინის ბრალდებას თურქეთის პრეზიდენტმა უპასუხა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, თუ თურქეთის მიერ ტერორისტებისგან ნავთობის შესყიდვის ფაქტი დადასტურდება, ის მზადაა გადადგეს. “ასეთი ბრალდებები ამორალურია და მიუღებელი. როდესაც სახელმწიფოს ასეთ ბრალდებას უყენებ, მტკიცებულებებიც უნდა წარმოადგინო. თუ კონტრაბანდის ფაქტი დადასტურდება, მზად ვარ პოსტი დავტოვო, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თურქთს ნავთობი არალეგალურად არასდროს უყიდია,”-აღნიშნა ერდოგანმა. მისივე თქმით, რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაწესებულ სანქციებს ანკარა ადეკვატურად, ზედმეტი ემოციების გარეშე უპასუხებს.