ხათუნა ლაგაზიძე: პაატა ზაქარეიშვილი მინისტრის თანამდებობას არ უნდა იკავებდეს!
"განვითარების ფონდის" წევრის და პოლიტოლოგის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, პაატა ზაქარეიშვილი მინისტრის თანამდებობას არ უნდა იკავებდეს. აღნიშნული შეფასება ლაგაზიძემ „პირველ პრესკლუბში“ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ზაქარეიშვილი დღეს მინისტრის თანამდებობას რომ იკავებს, საქართველოს ხელისუფლების და სახელმწიფოს შეუმდგარობაზე მიანიშნებს.
პოლიტოლოგის განმარტებით, პაატა ზაქარეიშვილის განცხადება აფხაზეთთან დაკავშირებით, ეროვნული ინტრესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.
„ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელსაც მიაჩნია, რომ ის არის შემდგარი სახელმწიფო, ეს ადამიანი დღეს მინისტრი არ იქნებოდა. აქ უკვე ვეღარ ვისაუბრებთ შეცდომაზე, ვეღარ ვისაუბრებთ ვიღაცის არაკვალიფიციურობაზე. საქმე გვაქვს საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებასთან. აქედან გამომდინარე ის, რომ ჩვენ აღნიშნული კომენტარის გაკეთებიდან სამი დღის შემდეგ, ესე მშვიდად ვაფასებთ ამას და ეს ადამიანი მინისტრის პოსტს კვლავ იკავებს, ეს არის იმის ნიშანი, რომ ვერც საქართველოს ხელისუფლება შედგა ხელისუფლებად და ვერც საქართველო -სახელმწიფოდ“,-განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.