თურქეთს რუსი სტუდენტები ტოვებენ
ყველა ის რუსი სტუდენტი, რომელიც თურქეთში გაცვლითი პროგრამით სწავლობდა თურქეთს ტოვებს და სამშობლოში ბრუნდება.
რუსეთის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად თურქეთში სულ ასეთი 100 სტუდენტი იმყოფება. უნივერსიტეტებს, რომლებიც თურქეთში სტუდენტებს აგზავნიდნენ, გაცვლითი პროგრამების შეჩერების რეკომენდაცია უკვე მიეცათ.