ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

ნოდარ ხადური საბაჟო საკითხებში აშშ-ს ხაზინის სამსახურის მრჩეველს, კრეგ ოლსონს შეხვდა

ნოდარ ხადური საბაჟო საკითხებში აშშ-ს ხაზინის სამსახურის მრჩეველს, კრეგ ოლსონს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საბაჟო საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის სამსახურის მრჩეველს, კრეგ ოლსონს შეხვდა.

 

კრეგ ოლსონსი ერთი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა შემოსავლების სამსახურთან საბაჟოს შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით.

 

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა განსაკუთრებით  ხაზი გაუსვა აშშ-ს ხაზინის ტექნიკური დახმარების ოფისის პოზიტიურ როლს საბაჟოს საქმიანობის გაუმჯობესების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებამ ახალი და ინტენსიური რეფორმების განხორციელების საჭიროება შექმნა.

 

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს  ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმების შეახებ, რომელიც ბოლო წლებში გატარდა საბაჟო მიმართულებით. მათ შორის, განხორციელდა ცვლილებები საბაჟო რისკების სტრუქტურული რეორგანიზაციის მიმართულებით, რამაც ხელი შეუწყო სამსახურებს შორის კოორდინაციის გაღრმავებას.

 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საბაჟო რისკების მართვის სისტემის გაძლიერებისა და საზღვარზე სხვადასხვა უწყებას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

 

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის სამსახურის მრჩეველმა აღნიშნა, მას შესაძლებლობა ჰქონდა პირადად გასცნობოდა საბაჟო-გამშვები პუნქტების საქმიანობას და საბაჟო პროცედურებს. მისი თქმით, ქართველ კოლეგებთან წარმატებული პარტნიორობა შედგა.

 

შეხვედრის დასასრულს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის სამსახურის მრჩეველს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, იმ რეკომენდაციებისთვის, რომელიც მან მისცა ქართულ მხარეს და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს ხაზინის ტექნიკური დახმარების ოფისთან ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: