შალვა ოგბაიძე: ვფიქრობ, მარჯვენასაჭიან მანქანებს, საჭის გადატანა და „ტაქსაობა“ უნდა აეკრძალოთ“

შალვა ოგბაიძე: ვფიქრობ, მარჯვენასაჭიან მანქანებს, საჭის გადატანა და „ტაქსაობა“ უნდა აეკრძალოთ“

პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შემუშავებული ცვლილებების პაკეტზის შესახებ, თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა შალვა ოგბაიძემ ისაუბრა.

ოგბაიძის განცხადებით, ცვლილებებს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები აქვს, თუმცა მასში გაწერილი სიახლეები, საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში დაღუპულთა და დასახიჩრებულთა რიცხვს შეამცირებს.

„დღეს მოქმედი წესის მიხედვით გამოდის, რომ თუ ადამიანს ფული აქვს, რამდენჯერაც დააჯარიმებენ, ის გადაიხდის ამ ჯარიმას და ფაქტობრივად ეს ადამიანი დარღვევით სიარულის ინდულგენციას ყიდულობს. საზღვარგარეთ კი შეხვედრ ზოლზე გადასვლისას, წითელზე გავლისას, სიჩქარის ლიმიტის დარღვევისას….ჯარიმასთან ერთად ქულების გარკვეული რაოდენობა აკლდება და ქულების განულებისას მას მართვის მოწმობის უფლება უჩერდება“,- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

ცვლილებების პაკეტში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მარჯვენასაჭიან მანქანებთან დაკავშირებული საკითხები, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი ნებადართული იქნება, მაგრამ მათი რეგისტრაცია აიკრძალება.

„ეს ნიშნავს იმას, რომ შეგეძლებათ, შემოიყვანოთ მარჯვენასაჭიანი მანქანა, მაგრამ მას ვერ მიანიჭებთ სახელმწიფოს ნომრებს. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ საკოლექციოდ, სპორტული დანიშნულებისთვის, მარაგის ნაწილებად, მაგრამ შემოთავაზებული ვარიანტის მიხედვით მათი რეგისტირება აღარ მოხდება“,- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

ოგბაიძე ხელისუფლებას მარჯვენასაჭიან მანქანებთან მიმართებაში წინადადებას სთავაზობს. შეთავაზება იმპორტის დაშვებას, თუმცა ამ საკითხის რეგულირებას სთავაზობს.

„ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი უნდა გაგრძელდეს, თუმცა ორკარიანი მარჯვვენასაჭიანი ავტომობილით „ტაქსაობა“ უნდა აიკრძალოს. უნდა აიკრძალოს საჭის მარცხენა მხარეს გადატანა. არაკვალიფიციურად გადატანილი საჭეების მანქანების ავარიის შემთხვევაში ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა? ეს ავტომობილები მათმა მყიდველებმა ისეთი უნდა აიტანონ, როგორიც არის. კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ მათ უნდა მოაწესრიგონ ფარები. ასეთი ავტომობილები ჩვენთან შემხვედრ ნაკადს აბრმავებენ. ეს ღონისძიებები მიმზიდველობას დაუკარგავს ამ ავტომობილებს“,- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: