გიორგი მარგველაშვილი: ისეთ კონსტიტუციურ ფორმატს, სადაც ასეთი მაღალი გადაწყვეტილებებია მიღებული, ჩვენ არ ვიცნობთ!
"უშიშროების საბჭო არის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანო, სადაც ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო პირები მსჯელობენ თავდაცვისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"სხვა კონსტიტუციურ ფორმატს, სადაც ასეთი მაღალი გადაწყვეტილებები არის მიღებული, ჩვენ არ ვიცნობთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებზე ჩვენ ერთიან პოზიციებზე ვიყოთ და ეს ერთიანი პოზიცია აძლიერებდეს და ამტკიცებდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც განიხილეს ქვეყნის თავდაცვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი საკითხები. მისივე თქმით, რამდენიმე გეგმა დამტკიცდა, ასევე შეთანხმდნენ კოორდინირებულ მუშაობაზე.
"ამასთან ერთად, განსახილველი საკითხები ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და კიდევ თავდაცვითი რამდენიმე გეგმასთან დაკავშირებით, გადავიტანეთ შემდეგი სხდომისთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.