ზაქარია ქუცნაშვილი: ყველა ბიზნესმენს მოვუწოდებ, თავიანთი ბიზნესი აწარმოონ მთაში!

ზაქარია ქუცნაშვილი: ყველა ბიზნესმენს მოვუწოდებ, თავიანთი ბიზნესი აწარმოონ მთაში!

„მთაში გახსნილ საწარმოებს მხოლოდ ერთი გადასახადი დაეკისრებათ და ყველა ბიზნესმენს მოვუწოდებ, თავიანთი ბიზნესი აწარმოონ მთაში“- აღნიშნული განცხადება „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა.

 

„1 იანვრიდან ძალაში შედის „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ" საქართველოს სპეციალური კანონი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქართველ ბიზნესმენებს, ქართველ  და უცხოელ მეწარმეებს მოვუწოდო, რომ გააფართოვონ ან გადაიტანონ თავიანთი ბიზნესი თიანეთში, დუშეთში და მაღალმთიან წერტილებში. 1 იანვრიდან მხოლოდ ერთი გადასახადი იმოქმედებს მთაში გახსნილ საწარმოებზე. ეს იქნება დამატებითი ღირებულების გადასახადი, რაც იმდენად შეღავათიანი საგადასახადო ტვირთი გახლავთ, რომ ყველა ბიზნესმენს მოვუწოდებ, თავიანთი ბიზნესი აწარმოონ მთაში. მთავრობა უახლოეს კვირებში გამოაცხადებს ეკონომიკური საქმიანობის იმ სფეროებს, სადაც გავრცელდება საგადასახადო შეღავათების რეჟიმი. ასევე, გამოაქვეყნებს იმ დასახლებების სრულ ნუსხას, სადაც  გავრცელდება მაღალმთიანი რეგიონების სპეციალური კანონი. ეს იქნება 1300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი", - განაცხადა ქუცნაშვილმა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: