რით დააჯილდოვა პრეზიდენტმა, ნოდარ ნათაძე, მზექალა შანიძე და გიორგი ხოშტარია?

რით დააჯილდოვა პრეზიდენტმა, ნოდარ ნათაძე, მზექალა შანიძე და გიორგი ხოშტარია?

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა  ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში შეტანილი ღვაწლისთვის, პირველი მოწვევის პარლამენტის  სამი დეპუტატი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

 

პრეზიდენტმა ღირსების ორდენი ნოდარ ნათაძეს , მზექალა შანიძეს და გიორგი ხოშტარიას  გადასცა.

 

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლილსას სახელმწიფოებრივ პოლიტიკას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ 25 წლის წინ უსახური მართველობიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო, საქართველოს პარლამენტი პირველად შედგა.

 

პრეზიდენტის მოსაზრებით, საქართველოს პარლამენტი ბუნებრივად ჩამოყალიბდა ისე, როგორც  ქართულ ხასიათს შეესაბამება.

 

”25 წლის წინ ვაღიარეთ რომ შეიძლება განსხვავებული აზრის გვქონდეს და განსხვავებული აზრის არსებობის უფლება ოპონენტსაც ჰქონდეს.  საქართველოს უნდა  მივცეთ არა მხოლდო ერთი ჭეშმარიოტი აზრი, არამედ აზრთა ჭიდილი. საქართველოში მომავალში ისევ არ იქნება შავ-თეთრად ქვეყნის მშენებლობა. დემოკრატიული არჩევნები არის ახალი ველი და სივრცე, რომელიც ქვეყანას წინ ნაბიჯს გადაადგმევიონებს”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: