დავით უსუფაშვილი: საქართველოს პარლამენტს სამი თავმჯდომარე აკლია - ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე და ზურაბ ჟვანია!

დავით უსუფაშვილი: საქართველოს პარლამენტს სამი თავმჯდომარე აკლია - ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე და ზურაბ ჟვანია!

"25 წლის განმავლობაში ქვეყანა ბევრი სიხარულისა და წუხილის მომსწრე გახდა"- აღნიშნული განცხადება, პარლამენტარიზმის 25 წლის საიუბელიო საღამოსთან დაკავშირებით, საზეიმო მიღებაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

 

”ბევრი რაღაცის მომსწრე ვართ, რაღც გევამაყება და რაღაც გვრცხვენია. ეს არის ჩვენი ისტორია. საქართველო მაშინ გამთლიანდება როცა ერთმანეთს კი არ ვუმტრობთ არამედ გავეჯიბრებით, ყველანი შევძლებთ, რომ ამ ქვეყანას ბევრი დიდი საქმე გავუკეთოთ”,-  განაცხადა უსუფაშვილმა.

 

მან გამოსვლისას წინამორბედებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტს სამი თავმჯდომარე აკლია - ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე და ზურაბ ჟვანია.

 

ჩვენი  200 კოლეგა დღეს ჩვენთან აღარ არის, მათ შორის მალხაზ ბარამიძე, რომელიც გუშინ გარდაიცვალა. ყველა ეს ადამიანი დასაფასებელია. სანამ ცოცხლები ვართ, ქვეყნის საკეთილდღეოდ, ყველამ ერთმენთს ხელი უნდ ჩავკიდიოთ და ქვეყანას სიკეთე მოვუტანიოთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გამოიცა პარლამენტის წევთა კრებული, რომლის ავტორი კობა ამარხანაშვილია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: