რა მოსწონს ივანიშვილს სოფლის მეურნეობის ბრიტანულ მოდელში?

რა მოსწონს ივანიშვილს  სოფლის მეურნეობის ბრიტანულ მოდელში?

,,ეს არ არის ისეთი აღიარებული და ცნობილი მოდელი, რომ სამაგალითო იყოს, თუმცა რაოდენ წარმატებულიც არ უნდა იყოს ბრიტანული მოდელი, არ შეიძლება,  ჩვენ მისი კოპირება გავაკეთოთ", - ეს განცხადება ,,ივერიონთან"  საუბრისას ეკონომიკის ექსპერტმა პაატა კოღუაშვილმა გააკეთა.

 

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს სოფლის მეურნეობის მოდელის შესახებ, მსოფლიომ არ იცის ბევრი რამე, რადგან  ის სოფლის მეურნეობის ქვეყანა არ არის.

 

ბიძინა ივანიშვილისა და დიდი ბრიტანეთის მინისტრის ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონის შეხვედრაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი  გამოთქვა, რომ საქართველო გამოიყენებს იმ დიდ გამოცდილებას სოფლის მეურნეობაში, რაც დიდ ბრიტანეთს გააჩნია.

 

,,ივერიონი"  შეეცადა დაედგინა, როგორია კონკრეტულად დიდი ბრიტანეთის სოფლის მეურნეობის მოდელი. რამდენიმე  ექსპერტთან  საუბრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბრიტანული მოდელის შესახებ ინფორმაცია მწირია. 

 

,,ინგლისის სოფლის მეურნეობა ყოველთვის კოლონიური პროდუქციით არსებობდა, ის არის დიდი პარკების, კარგი ტყეების ქვეყანა, აქვს მაღალგანვითარებული მეცხოველეობა, თუმცა  ბრიტანეთში მიწათმოქმედება არც თუ ისე მაღალ დონეზეა", - აღნიშნავს პაატა კოღუაშვილი. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: