რა ხელშეკრულება გაფორმდა სს ლიბერთი ბანკსა და სს პროკრედიტ ბანკს შორის?

რა ხელშეკრულება გაფორმდა სს ლიბერთი ბანკსა და სს პროკრედიტ ბანკს შორის?

სასიამოვნო სიახლე სს ლიბერთი ბანკისა და სს პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის: 2015 წლის 9 დეკემბერს, სს პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისში ორ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის აქტს მოეწერა ხელი, რომლიც მიხედვითაც  ორი ბანკი ერთმანეთს ე.წ. “Host to host“ კავშირით დაუკავშირდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში პლასტიკური ბარათის მფლობელები ლიბერთი ბანკისა და  პროკრედიტ ბანკის ბანკომატებიდან თანხის განაღდებას შეღავათიანი ტარიფებით შეძლებენ.

 

სს ლიბერთი ბანკისა და სს პროკრედიტ ბანკის ბანკომატების ჯამური რაოდენობა 500-ზე მეტია და შესაბამისად მომხმარებლებისთვის თანხის განაღდება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

 

პროკრედიტ ბანკის VISA/Master Card და VISA Business ბარათების მფლობელები თანხის განაღდებას ლიბერთი ბანკის ბანკომატებში პროკრედიტ ბანკში მოქმედი ტარიფით შეძლებენ, ხოლო ლიბერთი ბანკის მომხმარებლები კი პროკრედიტ ბანკის პოს ტერმინალებში VISA/Master Card ბარათის გარდა ანგარიშსწორებას ახლა უკვე PAY/UPI სისტემის ბარათებითაც განახორციელებენ. PAY არის ლიბერთი ბანკის ადგილობრივი საგადამხდელო სისტემა, რომლის პლატფორმაზეც შექმნილია 1.6 მილიონზე მეტი ბარათი.

 

„მოხარული ვართ, რომ პროკრედიტ ბანკსა და ლიბერთი ბანკს შორის მომხმარებლებისთვის სასიამოვნო თანამშრომლობა შედგა.  დღეიდან, ორივე ბანკის კლიენტები თანხის განაღდებას კიდევ უფრო მეტი ბანკომატიდან შეძლებენ და ამასთან ტარიფი რჩება უცვლელი“ - აღნიშნა პროკრედიტ ბანკის დირექტორმა ალექსი მატუამ.

 

„ლიბერთი ბანკმა უკვე მესამე კომერციულ ბანკთან გააფორმა Host to Host ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მომხმარებელს აქვს თანხის განაღდების და ბარათით გადახდის კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობები და მრავალფეროვანი არჩევანი“ - აღნიშნა დავით ნინიძემ, ლიბერთი ბანკის ალტერნატიული საბანკო არხების მენეჯერმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: