რის გამო დააკავეს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომელი?
ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომელი, დავით ჩიკვაიძე დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაუმზადა ციტრუსისა და ვაშლის ყალბი წარმოშობის სერთიფიკატი, ექსპერტიზის დასკვნა და ხელშეკრულება. საგამოძიებო სამსახურის მიერ, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დავით ჩიკვაიძის მიერ უკანონოდ დამზადებული წარმოშობის სერტიფიკატი და ექსპერტიზის დასკვნა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით. საგამოძიებო სამსახური მსგავსი ტიპის შესაძლო კანონდარღვევის მიმართ ახორციელებს მკაცრ ზედამხედველობას და კონტროლს.