რა მესიჯს უგზავნის პუტინი თურქეთს?

რა მესიჯს უგზავნის პუტინი თურქეთს?

რუსეთის პრეზიდენტი ისევ იმუქრება. თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე, პუტინმა ღიად განაცხადა, რომ თუ თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების მსგავსი ინციდენტი ისევ განმეორდება, რუსეთი ძალიან მკაცრად იმოქმედებს.

 

„მინდა გავაფრთხილო ისინი, ვინც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ მსგავსი პროვოკაციების მოწყობას შეეცდებიან. ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები იმისათვის, რომ ჩვენი სამხედროებისა და ავიაბაზების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. დამრტყმელი ავიაციის მოქმედება დაზღვეული იქნება ანტისარაკეტო სისტემებით. მე უკვე გავეცი განკარგულება, ნებისმიერი სამიზნე, რომელიც რუსულ ავიაციასა და სახმელეთო ინფრასტრუქტურას საფრთხეს შეუქმნის, განადგურებულ იქნას,“-აღნიშნა პტინმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: