ჯოზეფ დაული: საქართველოს მთავრობამ, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს!
ევროპის სახალხო პარტიის (epp) პრეზიდენტი, ჯოზეფ დაული, საქართველოში, დედოფლისწყაროში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.
“მკაცრად ვგმობ შეიარაღებულ თავდასხმასა და ძალადობას საქართველოს ოპოზიციური პარტიის - ენმ-ს ოფისზე დედოფლისწყაროში. საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება და თავიდან უნდა აიცილოს მომავალი ესკალაცია. ასეთი ქმედებები მიუღებელია და ზიანს აყენებს საქართველოს მომავალს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის წინ”, - აცხადებს დაული.
შეგახსენებთ, რომ დეოფლისწყაროში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმა მოხდა.