ირაკლია ალასანია ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს შეხვდება
დღეს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩადის.
ირაკლი ალასანია ავღანეთში "აისაფის" მისიაში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებს შეხვდება, ასევე შეხვედრებს გამართავს ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიუსელში კიდევ ერთხელ განიხილეს საქართველოში შექმნილი მდგომარეობა. მისი თქმით, საქართველო მომავალ წელსაც გააგრძელებს ავღანეთში "აისაფის" მისიაში მონაწილეობას.