ირაკლი ალასანია: თუკი, საარჩევნო სისტემა 2020 წელს იქნება სამართლიანი, რატომ არ იქნება 2016 წელს?!
,,თავისუფალი დემოკრატების“ ლოდერ, ირაკლი ალასანიას შეფასებით, ხელისუფლებას სურს არჩევნები უსამართლო სისტემით მოიპოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა გადაიდოს ახალი საარჩევნო სისტემის ამოქმედება, 2020 წლის არჩევნებამდე.
,,ის, რაც შემოგვთავაზა ივანიშვილის კოალიციამ, იმსახურებს შეფასებას, რომ ეს არის ამ ღირებულებების ღალატი. არანაირი სამართლიანი არგუმენტი არ არსებობს, რომ სჯობს, საარჩევნო რეფორმა 2020 წელს ჩატარდეს. თუკი 2020 წელს იქნება სამართლიანი, რატომ არ იქნება 2016 წელს? ერთადერთი საფუძვლიანი ეჭვი, რაც ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ ისინი თვალს უხვევენ საზოგადოებას. მათ სურთ, არჩევნებში გამარჯვება არასამართლიანი სისტემით მოიპოვონ. ამ სისტემით, 20%-იანი მხარდაჭერით მანდატების 50%-ს აიღებს“, - განაცხადა "რუსთავი 2"-ის ეთერში საბრისას, ირაკლი ალასანიამ.