კობახიძე მანანა : შეიძლება ვინმემ ისე შეგძინათ ბინძური ჭორების გამავრცელებლის ფუნქცია, რომ გგონიათ კორუფციას ებრძვით!

კობახიძე მანანა : შეიძლება ვინმემ ისე შეგძინათ ბინძური ჭორების გამავრცელებლის ფუნქცია, რომ გგონიათ კორუფციას ებრძვით!

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის, ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში პასუხობს. 

 

„არ ვაპირებდი კომენტარს ალეკო ელისაშვილის განცხადებებზე, მაგრამ ეს კითხვები მეც მიჩნდება და ვფიქრობ, საჭიროა დავწერო: ბატონო ალეკო, როგორც "რუსთავზე” განაცხადეთ, ორ პიროვნებას რომ მიყევით მათ პირად საქმეზე მთავარ პროკურორთან თუ მის მოადგილესთან, იმიტომ, რომ საქმის გამოძიება არ გაჭიანურებულიყო, იმიტომ, რომ მათი უფლებები არ დარღვეულიყო, ეს ხომ არ შეიძლება ვინმემ ზეგავლენით ვაჭრობად ჩაგითვალოთ, ან ეჭვი შეიტანოს თქვენს უანგარობასა და კეთილსინდისიერებაში?! თქვენ მეტყვით რომ დეპუტატი ხართ და თქვენს ამომრჩეველს მიყევით, ხოდა მეც, როგორც დეპუტატმა, თუ პატიმრების საქმის ბედი მოვიკითხე, იმ საქმის ,სადაც დღემდე ადამიანები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და საქმე სააკაშვილის რეჟიმის ”შეკერილია”, მოვიკითხე იმიტომ, რომ პატიმარს უფლება აქვს მისი საკითხი განიხილონ და უარი მაინც აცნობონ დროულად, რადგან არ შეიძლება დაუსრულებელი მოლოდინის რეჟიმში ამყოფო ადამიანები! 

 

მე არავის მივყოლივარ პროკურატურაში და არც თქვენთან, მე შეწყალების კომისიისგან მხოლოდ საქმის შესწავლა და განხილვა ვითხოვე მსჯავრდებულთა არაერთგზის მომართვის შემდეგ და მე ამას ვაკეთებ დიახ, იმავე მოტივით და საფუძვლით, როგორითაც თქვენ, როცა პროკურატურაში მოქალაქის უფლებების დასაცავად მიაშურებთ, ამიტომ მე არ ვიღებ თქვენს არცერთ გამონათქვამს და საჯაროდ ვაცხადებ, რომ ყოველთვის ძალიან აქტიურად, ზედმიწევნით და უკანდაუხევლად გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას და ჩემი შუამდგომლობებით, მიმართვებით, განცხადებებით ძალიან ხშირად ”შევაწუხებ” პროკურატურასაც, შეწყალების კომისიასაც, პრეზიდენტსაც და ყველას ვისაც ეს ეხება, ადამიანის უფლებების დასაცავად!!! რაც შეეხება, რაღაც გაურკვეველ 200 000, ბოლომდე ვიბრძოლებ იმის გასარკვევად ვინ, რა მიზნით და როდის აიღო ეს თანხა, ის აუცილებლად დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით, პროკურატურამ აუცილებლად, დროულად უნდა დაადგინოს ვინ არიან ის სამარცხვინოები, ვინც პატიმრებით ფულის ”კეთებას” ცდილობდნენ. 

 

ისე, მართალი თუ გნებავთ იყოთ, ნურც თქვენს ახლობლებს აფარებთ ხელს, ვინც თურმე გირეკავდათ და გაწუხებდათ, ნურც იმათ, ვინც მამათქვენს და თქვენ ქრთამს გთავაზობდათ, როგორც ჩანს, ბევრი დანაშაული დაგიფარავთ ალეკო და ყველაფრის თქმა მოგიწევთ, თუ გამოძიებაა, უნდა იყოს ყველაფრის და არა იმის, რაც თქვენ გსურთ, ან შეიძლება ვინმემ დაგავალათ კიდეც, ან ისე შეგძინათ ბინძური ჭორების გამავრცელებლის ფუნქცია, რომ ამას ვერც ხვდებით და გგონიათ კორუფციას ებრძვით, ეს იმან, ვისაც უბრალოდ არ აწყობს აქტიური დეპუტატები, რომლებიც კონკრეტული საქმეების გამოძიებას დღემდე ვითხოვთ, ამასაც აუცილებლად გავარკვევთ!“, - წერს მანანა კობახიძე „ფეისბუქში“. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: