ადასტურებს თუ არა თურქული გემის მეპატრონე რუსული მხარის ბრალდებას?
თურქული გემის მეპატრონე, რომელიც მონაწილეობდა 13 დეკემბრის ინციდენტში, მომხდართან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
მუზაფერ გეჩიჯის მტკიცებით, მეთევზეების გემი რუსულ ხომალდს ერთი მილზე არ მოახლოვებია.
გემის პეპატრონის თქმით, მათთვის არავის უსვრია და თუ გასროლა ნამდვილად მოხდა, ის მეთევზეებს არ გაუგიათ. რუსული მხარის მტკიცებით, საბერძნეთის კუნძულ ლემნოსის სიახლოვეს მდგარ გემ “სმეტლივის” თურქული გემი 600 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა. თურქი მეთევზეები რადიოკონტაქტზე არ გამოვიდნენ, რის გამოც რუსულმა ეკიპაჟმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა. ამის შემდეგ თურქულმა გემმა გეზი იცვალა.