ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

ირაკლი ღარიბაშვილი: ქელბაქიანი უგულავაზე „გასასვლელად“ არ დაგვიკავებია

ირაკლი ღარიბაშვილი: ქელბაქიანი  უგულავაზე „გასასვლელად“ არ დაგვიკავებია

,,ქელბაქიანის საქმესთან დაკავშირებით გამოკვეთილია ძალიან მძიმე დანაშაული, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, სახელმწიფოს კუთვნილი სახსრების მითვისება და ფულის გათეთრება“.


ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი კითხვა ეკა ბერიძესთან ერთად" განაცხადა.


"აღმოვაჩინეთ, რომ ეს პიროვნება ეწეოდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას. ჩვენი მიზანი არ იყო აღმოგვეჩინა კვალი ბატონ უგულავაზე გასასვლელად. ეს იყო აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი. მივიღეთ ოპერატიული ინფორმაცია და ჩვენ კანონის შესაბამისად ვიმოქმედეთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.


მისივე თქმით, ყოფილი მთავრობა ცდილობს, ნებისმიერი დაკავება პოლიტიკურ დევნას დაუკავშიროს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: