მერია ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს
თბილისის მერია მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი შპს "ჰერმესის" ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების დიალოგის ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს.
შპს "ჰერმესის" ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების დიალოგის აუდიო ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ შპს "ჰერმესის" წინააღმდეგ, რომელიც თბილისს სასაფლაოებს განკარგავს, იგეგმებოდა ინფორმაციის გავრცელება, რომლის თანახმადაც "ჰერმესი" დედაქალაქში არსებული სასაფლაოების ნაწილის გაყიდვას და ჭირისუფლების მიერ გადახდილი თანხების პირად ანგარიშზე ჩარიცხვას გეგმავდა.
ამასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ განაცხადბა გააკეთა, სადაც მოსალოდნელ პროვოკაციაზეა საუბარი.
"აუდიოჩანაწერიდან ჩანს, რომ რომ შპს "ჰერმესის" საქმიანობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება იგეგმება, თითქოს აღნიშნული შპს-ის მიერ ხალხის კუთვნილი სასაფლაოების გადაყიდვა და ჭირისუფლის მიერ მომსახურებისთვის გადახდილი თანხის პირად ანგარიშებზე ჩარიცხვა ხდება. ასევე, მიზნის მისაღწევად დაგეგმილია თამნამშრომლების წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა და მხოლოდ ჟურნალისტის მიერ გადასაღებად მათთვის თანხის შეთავაზება“- აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან ირკვევა, რომ აღნიშნულის შესახებ ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირისთვის. თბილისის მერია შესაბამის ორგანოებს საქმის სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს.