რისი პრეზენტაცია გაიმართა პარლამენტში?

რისი პრეზენტაცია გაიმართა პარლამენტში?

პარლამენტი ადრეული და სკოლამდელი აღზრდის სისტემის რეფორმაზე მსჯელობის დაწყებას აპირებს.

 

დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სახელით, დეპუტატებმა, ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტის პრეზენტაცია გამართეს და აღნიშნეს, რომ საქართველო ახალი რეფორმისთვის ემზადება.

 

ბესელიას თქმით, ქვეყანაში სავალდებულო სკოლამდელი განათლების საერთაშორისო სტანდარტებით მომზადებული პროგრამით სკოლამდელი დაწესებულებების მომზადება პირველად დაიწყება.

 

„რეფორმა გულისხმობს არა მხოლოდ უფასო სავალდებულო სკოლამდელ მომზადებას ყველა ბავშვისთვის, არამედ თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურას, კვებასა და ყველა აუცილებელი პირობების შექმნას ბაგა-ბაღებში. რეფორმა უდიდესი მნიშვნელობისაა“, - დასძინა ბესელიამ.

 

აღნიშნული პროექტი 2013 წელს დეკემბერში, UNICEF ინიციატივით დაიწყო.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: