ჯაზ-ფესტივალი დაიწყო
„ისტერნ პრომოუშენის“ ორგანიზებით თბილისში მე-15 ჯაზ-ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი დიდი ბრიჯვოტერის კონცერტით დაიწყო. საინტერესო ფაქტია , რომ იგი მაყურებელს ქართულად მიესალმა.
ფესტივალის მხარდამჭერები ქალაქის მერია და კულტურის სამინისტრო არიან. სპონსორი კი, „თიბისი სტატუსი.“
კონცერტს მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები გამართავენ, თბილისში ჯაზის მოყვარულთათვის სასიამოვნო გარემო შეიქმნება.
თბილისის ჯაზ-ფესტივალს ჩიკ კორეა დახურავს. კონცერტის შემდეგ "ივენთ ჰოლში" ბექა გოჩიაშვილის ჯემსეიშენი გაიმართება.