თემურ შაშიაშვილი: ჩვენ ვებრძვით არა ხელისუფლებას, არამედ ქვეყნის დამანგრეველ სოციალურ დემაგოგიას!

თემურ შაშიაშვილი: ჩვენ ვებრძვით არა ხელისუფლებას, არამედ ქვეყნის დამანგრეველ სოციალურ დემაგოგიას!

"თეთრების" თავმჯდომარემ თემურ შაშიაშვილმა  პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი მთავრობის საქმიანობის სამი წლის ანგარიში შეაფასა, როგორც  „სოციალური დემაგოგიის "მოქკავშირ-აღორძინება-ნაცმოძრაობის" გზის წარმატებულად გაგრძელება "ოცნების" მიერ.

 

მისი თქმით, "საქართველოს დღევანდელი ეკონომიკის პირობებში იმის გაკეთება, რაც მთავრობის 3 წლის ანგარიშშია ჩამოთვლილი, არა მარტო შეუძლებელია, არამედ დანაშაულის ტოლფასია“. 

 

„კიდევ  ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ ქვეყნის  მომავალი  არის  არა  სოციალურად  ორიენტირებული, არამედ განვითარების  ბიუჯეტი. გზას აგებს,პენსიას, ზრდის,ხალხის ცხოვრების უკეთეს პირობებს ქმნის არა ფული, არამედ ეკონომოკა.. მიმაჩნია,რომ მთელი ჩვენი უბედურება, ქართული ფულის უბედურებაც არის ის, რომ არ გვაქვს ეკონომიკა და სახელმწიფო სესხებით, ბანკის ფულის ხარჯვით, ქვეყნის გარეთ საკუთარი და ახლობლების სიცოცხლის გადარჩენისათვის იძულებით წასულთა მიერ გამოგზავნილი ფულით ვაგებთ გზასაც, ვზრდით პენსიასაც და "ვფიქრობთ" ხალხის კეთილდღეობაზე. ვცდებით ყველა, ვინც ვფიქრობთ, რომ არსებული  ეკონომიკით  იმის  მესამედის გაკეთებაც კი შეიძლება, რაც მთავრობის 3 წლის ანგარიშშია ჩამოთვლილი“. - აცხადებს თეთრების ლიდერი, - შესაძლოა, ბევრს არ მოეწონოს ჩემი შეფასება, მაგრამ ჩვენთვის  მთავარია ქვეყნის მომავალი  და არა სახელისუფლებო  სკამი... ამ უკანასკნელით ტკბობა სოციალურ დემაგოგთა სტიქიაა“ - განაცხადა თემურ შაშიაშვილმა. 

 

„თეთრების“ ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ  ის ებრძვის არა დღევანდელ ხელისუფლებას, არამედ ქვეყნის დამანგრეველ სოციალურ დემაგოგიას. მისი თქმით  ეს პრობლემა საქართველოსთვის არახალია და  ჯერ კიდევ   ქუთაისის მერად  და იმერეთის გუბერნატორად ყოფნისას მან სპეციალური მიმართვაც კი გამოაქვეყნა პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობისა და მოსახლეობისადმი:  "ქვეყანას, მის მომავალს უფრო დიდი მნგრეველი არ ჰყავს, ვიდრე სოციალური დემაგოგი!"

 

„ეს დოკუმენტი მაშინ გამოვაქვეყნე, როცა ადვილი არ იყო ამის გაკეთება და ნუ გაუკვირდება დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ასე მკვეთრად ვაყალიბებ ჩემს პოზიციას დღეს. მე ვებრძვი არა მათ, არამედ ქვეყნის დამანგრეველ სოციალურ დემაგოგიას!“ - აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: