ამარტივებს თუ არა რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს?

ამარტივებს თუ არა რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს?

რუსეთის ფედერაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რჟიმს  ამარტივებს. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

 

„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების მიმდინარე პროცესის კონტექსტში და ჩვენს ქვეყნებს შორის პოზიტიური ტენდენციების სტიმულირების ინტერესებიდან გამომდინარე, 2015 წლის 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს გაუფორმდებათ საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული ვიზები ნებისმიერი ვადით, ასევე კერძო ვიზები მომწვევსა და მოწვეულს შორის ნათესაური ურთიერთობების მიუხედავად, გაიცემა რუსეთის ფედერალური საემიგრაციო ორგანოების მიერ, წესების მიხედვით“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

რუსეთის საგარეო უწყება არ გამოირიცხავს, შემდგომში  საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესებას.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: