არასრულწლოვანი შვილისა და მეუღლის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული პატიმრობაში დატოვეს

არასრულწლოვანი შვილისა და მეუღლის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანი შვილისა და მეუღლის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული მაგდა პაპიძე პატიმრობაში დატოვა.

 

მოსამართლის აზრით, სახეზეა ბრალდებულის მხრიდან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტი და არსებობს მიმალვისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხეები.

 

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ხათუნა ჩხაიძეს მოსამართლის გადაწყვეტილება უსამართლოდ მიაჩნია, რადგანაც დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია. დანაშაული, კი დამტკიცების შემთხვევაში 16-20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: