ტოვებს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას?
ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლკსი ადასტურებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან შესაძლო წასვლაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
ჟურნალისტებთან საუბარში ვოლსკიმ არ დააკონკრეტა დატოვებს თუ არა ღარიბაშვილი თანამდებობას, მან მედიას მოუწოდა დაელოდონ მოვლნების განვითარებას.
”ეს ინფორმაცია ვრცელდება და ამის თაობაზე უცბად პასუხს ვერ გაგცემთ. ითქვა რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია, მაგრამ მხოლოდ იმას გეტყვით რომ ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და არ ვფიქრობ რომ ნაჩქარევი განცხადებები უნდა გავაკეთოთ”, - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას ტოვებს.