ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

ბიძინა ივანიშვილი: „გასუფთავების“ პროცესი გაგრძელდება!

ბიძინა ივანიშვილი: „გასუფთავების“ პროცესი გაგრძელდება!

"პოლიცია და პროკურატურა ორივე უწყება ფორმირებულია და შეიძლება ვთქვათ, რომ ისინი ხალხის სამსახურში ჩადგა“, - ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.


მისივე თქმით, ერთ-ერთი პირველი დაპირება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა იყო და ამ კუთხით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.


„არ ვფიქრობ, რომ საჯარო მოხელეების დიდმა ნაწილმა სამსახურები დაკარგა, რადგან ვცდილობთ, მინიმალური საკადრო ცვლილებები განვახორციელოთ. გასუფთავების პროცესი კიდევ გაგრძელდება. ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული ჰქონდა, სულ ცოტა, სამსახურის დატოვება მოუწევს. მთავრობის ფორმირების პროცესი კარგად ვითარდება და სასჯელაღსრულების სამინისტროშიც ექსცესებით სავსე პროცესი სტაბილურდება", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
 
პრემიერი სასამართლოსაც შეეხო და აღნიშნა, რომ აქამდე ეს უწყება მხოლოდ ერთი კაცის ინტერესებით ხელმძღვანელობდა.

"ოდესღაც მთელი სამართალდამცავი სისტემა მხოლოდ ადეიშვილზე იყო მორგებული. სასამართლოსთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს აქვს გარკვეული პრობლემები. დღეს შეგიძლიათ ნახოთ, რომ სასამართლოში ცვლილებები არ განხორციელებულა. ვცდილობთ, შევუნარჩუნოთ მას დამოუკიდებლობის ის ნაწილი, რაც ჰქონდა", - აღნიშნა ივანიშვილმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: