როდემდე ექნებათ ნდობა მინისტრებს?

როდემდე ექნებათ ნდობა მინისტრებს?

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ეხმაურება და აცხადებს, რომ საზოგადოება საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების მომსწრე გახდა.

 

როგორც ჟურნალისტებს უსუფაშვილმა განუცხადა, კოალიცია „ქართული ოცნების“ გუნდი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ოთხი წელი ერთად იბრძოდა და ერთად შრომობდა.

 

„ძალიან ბევრ რაიმეს მივაღწიეთ და მინდა, მას პირველ რიგში, მადლობა მოვახსენო გაწეული მუშაობისთვის და საქმისთვის. მის თავისუფალ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ამასთანავე, ეს საქვეყნო საქმეებია, პოლიტიკური პროცესია, რომელიც კონსტიტუციის შესაბამისად მიმდინარეობს. პრემიერის გადადგომის შემდეგ, მთავრობა გადამდგარად ითვლება. ამასობაში, საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს ავალებს, რომ მან მოვალეობის შესრულება ამავე მთავრობას და ამავე პრემიერ-მინისტრს, ამავე მინისტრებს დააკისროს. თუკი არ გამოქვეყნებულა, ცოტა ხანში, პრეზიდენტის აქტი იქნება ამის თაობაზე და მინისტრები ქვეყნის მართვას გააგრძელებენ. მათ პარლამენტის ნდობა ჰქონდათ და მათ ეს ნდობა მანამდე ექნებათ, სანამ პარლამენტი ახალ მთავრობას არ დაამტკიცებს. ქვეყანა იმართება, ქვეყანაში პროცესები სტაბილურად წარიმართება და ყველა მინისტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში წარმართავს“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: