დავით უსუფაშვილი: სიცოცხლის ბოლომდე არ გვჭირდება- სპიკერები, პრემიერები პრეზიდენტები!
„ჩვენ სპიკერები, პრემიერები და პრეზიდენტები სიცოცხლის ბოლომდე არ გვჭირდება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განუცხადა, რომელსაც მედიის წარმომადგენლებმა კითხვით მიმართეს - წინასწარ იცოდა თუ არა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების თაობაზე.
უსუფაშვილი ირწმუნება, რომ მან იცოდა, რომ ღარიბაშვილი ამ თემაზე ფიქრობდა, მაგრამ ის გადაწყვეტილებას როდის მიიღებდა და რა მომენტში, ეს მისი გადასაწყვეტი იყო.
„მან განაცხადა, რომ „ოცნებამ“ ქართულ სინამდვილეში სხვა ტრადიციების დამკვიდრება დაიწყო. ბოლო 20-25 წლის მანძილზე, საქართველოში ძალაუფლების მოსაპოვებლად ან შესანარჩუნებლად რა ხდებოდა, შეგახსენებთ. ჩვენს შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილმა პოსტი ერთი წლის შემდეგ დატოვა და მან საჭიროდ ჩათვალა, რომ გუნდის სხვა წევრებისთვის ასპარეზი მიეცა და ღარიბაშვილმა იგივე ნაბაჯი გადადგა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება. ჩვენ სპიკერები, პრემიერები პრეზიდენტები სიცოცსლი ბოლომდე არ გვჭირდება. ჩვენ ისინი მანამდე გვჭირდება, სანამ ადამიანები თავად გრძნობენ, რომ შეუძლიათ, საქმის კეთება და აქვთ სათანადო ენთუზიამი და მონდომება“, - დასძინა უსუფაშვილმა.