როდემდე იყო საინტერესო ღარიბაშვილის საქმე?

როდემდე იყო საინტერესო  ღარიბაშვილის საქმე?

 

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან ბერძენიშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს ვერ განიხილავს.

 

როგორც ჟურნალისტებს ბერძენიშვილმა განუცხადა, მისთვის ღარიბაშვილის საქმე საინტერესო მანამდე იყო, სანამ ის პრემიერ-მინისტრი იყო.

 

„ღარიბაშვილს საარჩევნო სიის პირველ ნომერად ვერ ვხედავ, რადგან მისი გადადგომის მიზეზებსაც ვერ ვხდები. აქ რაღაც ლოგიკა ვერ დავიჭირე. ამ ინფორმაციას ვინ ავრცელებს, არ ვიცი. ამის შესახებ არაფერი მსმენია. ჩემთვის ღარიბაშვილის საქმე საინტერესო მანამდე იყო, სანამ ის პრემიერ-მინისტრი იყო. დანარჩენი მისი პირადი ბედია. ეს ჩემს სურვილებზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული”, - დასძინა ბერძენიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: