ღარიბაშვილის უწესო წასვლა!

ღარიბაშვილის უწესო წასვლა!

პროფესორი მიხეილ ჯიბუტი

 

ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლა  იმ ფონზე, რა აქტივობებიც მას ჰქონდა ბოლო დღეებში - ვიზა ლიბერალიზაციის პროცესთან, ან სამწლიანი პერიოდის ანგარიშთან დაკავშირებით, - მოულოდნელი იყო.

 

აშკარაა, რომ ეს მოულოდნელი იყო თვითონ ღარიბაშვილისათვისაც.

 

კურიოზია, მაგრამ ფაქტია, მისი წასვლის მიზეზი არ იცის არც პოლიტიკური უმრავლესობის და არც უმცირესობის წევრებმა. აშკარაა საყოველთაო უკმაყოფილება ღარიბაშვილის მიმართ იმის გამო, რომ მან წასვლის მიზეზი არ დაასახელა.

 

ერთნი (მასა) უკმაყოფილოა იმით, რომ ღარიბაშვილის „უმიზეზოდ“ (მიზეზის დაუსახელებლად) წასვლა ხალხთან მისი პრემიერობის დროინდელი დამოკიდებულების  გამოხატულებაა - ის ანგარიშვალდებულად არ თვლიდა/არც თვლის თავს ხალხის წინაშე.

 

მეორენი - მთავრობის ყოფილი წევრები, უკმაყოფილონი არიან მათი „იდიოტურ“ მდგომარეობაში ჩაყენებით. შეიძლებოდა მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევა და კოლეგებისთვის სიტუაციის ახსნა და სახის შენარჩუნება. რატომ უნდა ჩააგდო კოლეგები იმ დღეში, რომ გუშინ პანაშვიდზე  მინისტრები მძღოლებს ეკითხებოდნენ, ხომ არ იცოდნენ მათ რაიმე პრემიერთან დაკავშირებით(?!).

 

მესამენი - ესაა საქართველოს პარტნიორები-ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები, დონორები, ინვესტორები და სხვ. - რომელთანაც მთავრობის მეთაურს ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის კონფიდეციალური კომუნიკაცია და უცებ-მიზეზის გარეშე მთავრობის მეთაური და მთავრობა როგორც პოლიტიკური სუბიექტი გაქრა. როგორ განსაზღვრონ მათ საქართველოსთან ურთიერთობის მომავალი, ასეთი არაპროგნოზირებადობა ხომ ანგრევს საქართველოს იმიჯს?!

 

ღარიბაშვილის  წასვლა მიზეზის დაუსახელებლად იყო ყოველგვარი საერთაშორისო ნორმების- (დაწერილის თუ დაუწერელის) დარღვევა.

 

ეს იმდენად ბანალური რამაა, რომ კანონმდებელი ადგენს ხელისუფლების უწყვეტობის პრინციპს, ახალი მთავრობის ჩანაცვლების საკითხს და სხვ.

 

დადგენილია საქართველოს მთავრობის კონსტიტუციურ -სამართლებრივი პასუხისმგებლობა. დადგენილია, რომ მთავრობას აქვს კოლექტიური ( სოლიდარული) პასუხისმგებლობა.

 

ღარიბაშვილმა დაარღვია ყველა პრინციპი.

 

მე გადავდექიო და დაამთავრა ამით.ბვრატომ არ გაითვალისწინა, რომ მისი გადადგომა მთავრობის გადადგომას იწვევს? რატომ გამოეყო თავის კოლეგებს?

 

მე ეჭვი არ მეპარება: ღარიბაშვილმა თვითონ არ იცის, რატომ წავიდა.

 

თან ვერც იკითხავდა: იმიტომ რომ მას პრემიერად გახდომის დროს არ აქვს ნაკითხი, თუ რატომ მოვიდა. თუ ასეთი რამ იკითხა, უნდა გაეზიარებინა თავისი აზრები საზოგადოებისათვის.

 

ამიტომ, ბუნებრივია, მიზეზს ვერ იტყოდა. ის კატაპულტირების მეთოდით წავიდა.

 

ვინ დააჭირა წასვლის ღილაკს ხელი?

 

თუ ეს გააკეთა ივანიშვილმა , მაშინ ეს გასაგებია: ღარიბაშვილი   წავიდა ისე, როგორც მოვიდა!

 

და თუ ეს ასეა (ეს აუცილებლად უნდა იცოდეს საქართველომ), მაშინ, დიდი საფრთხის წინაშეა საქართველოს სახელმწიფოებრიობა სამომავლოდ.

 

ხოლო, რაც შეეხება ღარიბაშვილის სახელმწიფო მოღვაწეობას, ყველაფერი უნდა გადამოწმდეს - რა გააკეთა მან ისეთივე ზომბირებულად, როგორც თანამდებობიდან წასვლა?

 

ერთი ასეთი საქმე ცნობილია - ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა საყდრისის აფეთქებას !

 

 

„ქართული პლატფორმა“

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: