ბიძინა ივანიშვილი: შევინარჩუნებთ პრეზიდენტს, მაგრამ ახალი უფლება-მოვალეობებით!

ბიძინა ივანიშვილი: შევინარჩუნებთ პრეზიდენტს, მაგრამ ახალი უფლება-მოვალეობებით!

"იმ არჩევნების შემდეგ, რომელიც პირველ ოქტომბერს გაიმართა, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა. აქედან გამომდინარე, ლოგიკური იქნებოდა, რომ პრეზიდენტიც, რაც შეიძლება სწრაფად ამ ახალი კონსტიტუციას დაექვემდებაროს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისის.


პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ პოლიტიკურად პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიცირება არ მოხდება. „საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას მოახდენს, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციურად მმართველობის საპარლამენტო მოდელის ამოქმედება პრეზიდენტის არჩევნებამდე მოხდება. ჩვენ ვცდილობთ, დავარწმუნოთ ქართული და საერთაშორისო საზოგადოება, რომ შეიძლება ცვლილებები შევიდეს კონსტიტუციაში და შესაბამისობაში მოვიდეს პრეზიდენტის პოსტიც ახალ კონსტიტუიციასთან. ახალი კონსტიტუციით, ჩვენ არ გავაკეთებთ პოლიტიკურად იმპიჩმენტის ინიცირებას. შევინარჩუნებთ პრეზიდენტს, მაგრამ ახალი უფლება-მოვალეობებით. ახალი კონსტიტუცია ძალაში უნდა შევიდეს არა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, არამედ უფრო ადრე. თუმცა არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება", - განაცხადა ივანიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: