ირაკლი ალასანია: კვირიკაშვილი შეგნებული ადამიანია და დარწმუნებული ვარ, ამჩატებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს!

ირაკლი ალასანია: კვირიკაშვილი შეგნებული ადამიანია და დარწმუნებული ვარ, ამჩატებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს!

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურის წარდგენას, "თავისუფალი დემოკრატები" დადებითად აფასებენ. პარტიის ლიდერის ირაკლი ალასანიას  განაცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი ,,უფრო შეგნებული ადამიანია“.

 

მისი თქმით, კვირიკაშვილის მთავარი ამოცანაა ქვეყანა არჩევნებამდე სტაბილურად მიიყვანოს.

 

"სამწუხაროდ, ქვეყანაში ისევ ერთი ადამიანი იღებს ყველაფერზე გადაწყვეტილებებს. ბუნებრივია, ეს დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელია. რაც შეეხება კონკრეტულად გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას, ის ბუნებრივია, უფრო შეგნებული ადამიანია და დარწმუნებული ვარ, ამჩატებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მთავარი ამოცანა გარდამავალ ეტაპზე არის ის, რომ კვირიკაშვილმა მიიყვანოს შემდეგ არჩევნებამდე სტაბილურად ქვეყანა. ამ კუთხით მე ვხედავ შესაძლებლობას, რომ შემდეგი არჩევნები სტაბილურ გარემოში ჩატარდება. კვირიკაშვილს ექნება მარტივი გადაწყვეტილება მისაღები - დაუჯეროს ერთ მოქალაქეს თუ დაუჯეროს ხალხს”, - განაცხადა ალასანიამ.

 

როგორც დღეს გახდა ცნობილი, პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარედგინება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: